#GOT_არტი

    Game of Thrones Season 7: Long Walk - Official Promo

    Game of Thrones Season 7 | Official Tease Sigils | 16.7.17

    #GOT_კადრი

    #GOT_ფოტო

    #GOT_კადრი

    HBO-მ ახალი, რიგით მეშვიდე სეზონის პირველი კადრები გამოაქვეყნა. ვიდეორგოლი მისაწვდომი ჯერ არ არის.

    Game of Thrones | Life Against Death (ვიდეო)

    #GOT_არტი

    #GOT_კადრი

 

Game of Thrones.Ge - სატახტოთა თამაშის ქართული ფან-გვერდი

Game of Thrones - სატახტოთა თამაში / სამეფო კარის თამაშები - ამერიკული ფენტეზის ჟანრის დრამატული ტელესერიალი, ჯორჯ მარტინის რომანების სერიის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" (A Song of Ice and Fire) ეკრანიზაცია.

სატახტო გვარების სისხლიანი ბრძოლა ვესტეროსისა და მისი რკინის ტახტის მოსაპოვებლად. სანამ დიდებული გვარები სატახტო თამაშებში არიან ჩართულნი, ჩრდილოეთით, ყინულის კედლის მიღმა მაგიური არმია იღვიძებს და ყველაფერს განადგურებით ემუქრება.

ციტატები :

"მე ტურნირებში არ ვმონაწილეობ, რათა ჩემმა მტრებმა არ იცოდნენ, რას უნდა ელოდნენ ჩემგან." - ნედ სტარკი

"შიში ხმალზე ღრმად ჭრის." - არია სტარკი

"რატომ უნდა ვემსახუროთ ღმერთს, თუ არავინ იცის, რა უნდა მას?" - ჯონ სნოუ

"ხალხი ყოველთვის სიმართლეს ითხოვს, თუმცა ცოტას უნდა მისი გემოს გაგება." - ჯეიმი ლანისტერი

"დღეიდან წამი, როცა ჩემზე ხელს აღმართავ, იქნება უკანასკნელი, როცა ხელები საერთოდ გექნება." - დენერის ტარგარიენი

"ქალიშვილებთან უფრო მიჭირს, ვიდრე ომში." - ნედ სტარკი

"ლომს არ აინტერესებს, რას ფიქრობენ ცხვრები." - ტაივინ ლანისტერი

"არასდროს დაგავიწყდეს, ვინ ხარ, თორემ დანარჩენ სამყაროს არ დაავიწყდება." - ტირიონ ლანისტერი

"ერთ მგელს მაინც თუ დატოვებ ცოცხალს, ცხვრებს მოსვენება არ ექნებათ." - არია სტარკი

"ტკივილი - ეს გაკვეთილია, რომელსაც შენთვის სარგებელი მოაქვს." - სირიო ფორელი

"გააცნობიერო საკუთარი შიში - ეს სიმამაცეა." - დენერის ტარგარიენი

"არსებობს ერთადერთი ღმერთი და მისი სახელია სიკვდილი. სიკვდილს კი ჩვენ ერთადერთ რამეს ვეუბნებით: "დღეს არა." - სირიო ფორელი

"როდესაც თოვლი მოდის და ქარბუქი მძვინვარებს, მარტოხელა მგელი იღუპება, ხროვა კი გადარჩება." - სანსა სტარკი

"ადამიანზე, რომელსაც მოტივი არ გააჩნია, ეჭვს არავინ მიიტანს. გაასულელე შენი მტრები. თუ ისინი ვერ გაიგებენ, ვინ ხარ და რა გინდა, ვერც შენს მომდევნო ნაბიჯს გამოიცნობენ." - პეტირ ბეილიში

"უცხო წერილების შიგთავსი გაცილებით ღირებულია, ვიდრე უცხო საფულეების." - ლორდ ვარისი