მეფეთა ჯახი (ინგლ. A Clash of Kings) — მეორე წიგნი

      


       George R. R. Martin: A Clash of Kings — ტომი 2

მეფეთა ჯახი (ინგლ. A Clash of Kings) — მეორე წიგნი ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომლის ავტორია ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი. წიგნი პირველად გამოიცა 1998 წლის 16 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში, ამერიკული გამოცემა კი 1999 წლის მარტში შედგა. სერიის პირველი წიგნის, სატახტოთა თამაშის მსგავსად, მან მოიგო ლოკუსის ჯილდო და ნომინირებული იყო ნებულას ჯილდოზე საუკეთესო რომანის ნომინაციაში. HBO-ის სერიალ სატახტოთა თამაშის მეორე სეზონი მეფეთა ჯახის სატელევიზიო ადაპტაციაა. ქართულად რომანი გამოსცა გამომცემლობა არეტემ, 2014 წელს. მან იგი ორ ნაწილად დაყო.

სატახტოთა თამაში (1996) მეფეთა ჯახი (1998) ხმლების ქარიშხალი (2000) ნადიმი ყვავებისთვის (2005) ცეკვა დრაკონებთან (2011) ზამთრის ქარები (ცნობილი გახდება) სიზმარი გაზაფხულზე (ცნობილი გახდება)


  • კომენტარის დამატება