ხმლების ქარიშხალი (ინგლ. A Storm of Swords) — მესამე წიგნი

      


George R. R. Martin: A Storm of Swords — ტომი 3

ხმლების ქარიშხალი (ინგლ. A Storm of Swords) — მესამე წიგნი ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომლის ავტორია ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი. წიგნი პირველად გამოიცა 2000 წლის 8 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში, ამერიკული გამოცემა კი იმავე წლის ნოემბერში შედგა. მანამდე გამოიცა ნოველა დრაკონის გზა, რომელშიც შევიდა დენირეს ტარგარიენის რამდენიმე თავი წიგნიდან. ხმლების ქარიშხალმა მოიგო 2001 წლის ლოკუსის ჯილდო, 2002 წლის გეფენის ჯილდო საუკეთესო რომანისთვის და ნომინირებული იყო 2001 წლის ნებულას ჯილდოზე. წიგნი იყო სერიიდან პირველი, რომელმაც ნომინაცია მოიპოვა ჰიუგოს პრემიაზე, თუმცა საბოლოოდ პრიზი მიიღო ჯოან როულინგის წიგნმა ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი. HBO-ს ტელესერიალის, სატახტოთა თამაშის მესამე სეზონი წიგნი პირველ ნახევარზეა დაფუძნებული. 

სატახტოთა თამაში (1996) მეფეთა ჯახი (1998) ხმლების ქარიშხალი (2000) ნადიმი ყვავებისთვის (2005) ცეკვა დრაკონებთან (2011) ზამთრის ქარები (ცნობილი გახდება) სიზმარი გაზაფხულზე (ცნობილი გახდება)


  • კომენტარის დამატება