ნადიმი ყვავებისთვის (ინგლ. A Feast for Crows) — მეოთხე წიგნი

      

      
George R. R. Martin: A Feast for Crows — ტომი 4

ნადიმი ყვავებისთვის (ინგლ. A Feast for Crows) — მეოთხე წიგნი ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომლის ავტორია ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი. წიგნი პირველად გამოიცა 2005 წლის 17 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში, ამერიკული გამოცემა კი იმავე წლის 8 ნოემბერს შედგა. 2005 წლის მაისში მარტინმა განაცხადა, რომ დაუსრულებელი ნამუშევრის დიდი მოცულობის გამო, მან და მისმა გამომცემლებმა გადაწყვიტეს, რომ ის ორ ნაწილად გაეყოთ. უბრალოდ შუაზე გაყოფის ნაცვლად, მარტინმა მასალა გაყო პერსონაჟებისა და მოქმედებების ადგილების მიხედვით. შედეგად სერიის მეოთხე და მეხუთე წიგნებში მოქმედება პარალელურად მიმდინარეობს. ნადიმი ყვავებისთვის იყო პირველი რომანი სერიაში, რომელმაც პირველი პოზიცია დაიკავა The New York Times-ის ბესტსელერთა სიაში. ფენტეზის მწერლებს შორის ეს მანამდე მხოლოდ რობერტ ჯორდანმა და ნილ გემანმა შეძლეს. 2006 წელს რომანი ნომინირებული იყო ჰიუგოსა და ლოკუსის ჯილდოებზე.

სატახტოთა თამაში (1996) მეფეთა ჯახი (1998) ხმლების ქარიშხალი (2000) ნადიმი ყვავებისთვის (2005) ცეკვა დრაკონებთან (2011) ზამთრის ქარები (ცნობილი გახდება) სიზმარი გაზაფხულზე (ცნობილი გახდება)


  • კომენტარის დამატება