ცეკვა დრაკონებთან (ინგლ. A Dance with Dragons) — მეხუთე წიგნი

      


George R. R. Martin: A Dance with Dragons — ტომი 5

ცეკვა დრაკონებთან (ინგლ. A Dance with Dragons) — მეხუთე წიგნი ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომლის ავტორია ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი. წიგნი გამოიცა 2011 წლის 12 ივლისს. თავდაპირველად, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მარტინი სერიის ტრილოგიად გამოშვებას აპირებდა, ცეკვა დრაკონებთან ტრილოგიის დასკვნითი ნაწილის სათაური უნდა ყოფილიყო. ზოგ ქვეყანაში წიგნი ორ ნაწილად გამოიცა, რომლებიც დასათაურებული იყო, როგორც ოცნებები და მტვერი და ნადიმის შემდეგ. წიგნის თავთა ნაწილი მეოთხე ნაწილისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მარტინმა ეს უკანასკნელი დაუსრულებელი ნამუშევრის დიდი მოცულობის გამო ორ ნაწილად გაყო პერსონაჟებისა და მოქმედებების ადგილების მიხედვით. შედეგად, სერიის მეოთხე და მეხუთე წიგნებში მოქმედება პარალელურად მიმდინარეობს. ცეკვა დრაკონებთან იყო მეორე რომანი სერიაში, რომელმაც პირველი პოზიცია დაიკავა The New York Times-ის ბესტსელერთა სიაში. გამოცემიდან რამდენიმე კვირაში, წიგნი პირველ პოზიციაზე აღმოჩნდა Publisher's Weekly-სა და USA Today-ის ბესტსელერთა სიებში. 2012 წელს ის ასევე ნომინირებული იყო ჰიუგოსა და ლოკუსის ჯილდოებზე.

სატახტოთა თამაში (1996) მეფეთა ჯახი (1998) ხმლების ქარიშხალი (2000) ნადიმი ყვავებისთვის (2005) ცეკვა დრაკონებთან (2011) ზამთრის ქარები (ცნობილი გახდება) სიზმარი გაზაფხულზე (ცნობილი გახდება)


  • კომენტარის დამატება