Game of Thrones Season 4 / სატახტოთა თამაში სეზონი 4 / სამეფო კარის თამაშები სეზონი 4 | ქართულად, ინგლისურად, რუსულად.
ჯორჯ რ. რ. მარტინის ფენტეზი საგის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" ადაპტაცია - სატახტო გვარების სისხლიანი ბრძოლა ვესტეროსისა და მისი რკინის ტახტის მოსაპოვებლად. სანამ დიდებული გვარები სატახტო თამაშებში არიან ჩართულნი, ჩრდილოეთით, ყინულის კედლის მიღმა მაგიური არმია იღვიძებს და ყველაფერს განადგურებით ემუქრება.
სერიების ნახვა შეგიძლიათ მითითებულ საიტებზე:
ლინკი #1 (ინგლისურად, რუსულად - Online)ლინკი #3 (SilkTV - Amediateka - Online)
ეპიზოდი 1 : "Two Swords" / "ორი ხმალი"
ტაივინის ბრძანებით გადაჭედავენ ყინულს, სტარკების საგვარეულოს ძველ ხმალს და ქმნიან ორ ახალ ხმალს, ერთს - ჯეიმესთვის, რომელმაც ხმალი დაკარგა. უფლისწული ობერინ მარტელი, ძმის, დორნელი დორანის სახელით, ჩადის სამეფო ნავსაყუდელში თავის სატრფო ელარია სენდთან ერთად, რათა დაესწროს სამეფო ქორწინებას. მას ტირიონ ლანისტერი მასპინძლობს. ობერინი ტირიონს პირდაპირ განუმარტავს, რომ ლანისტერებზე უნდა იძიოს შური დის, ელიას, რაეგარის მეუღლის მკვლელობისთვის. ჩრდილოეთში მეისტერ ეიმონი სნოუს ათავისუფლებს მას შემდეგ, რაც უკანასკნელი აღიარებს, რომ ველურებისგან ცდილობს ინფორმაციის მოპოვებას. არია სტარკი და ქოფაკი იბრუნებენ გოგონას კუთვნილ ხმალს პოლივერისგან, კლავენ რა მას და მის თანმხლებებს. ესოსში დეინერისს თავისი ლაშქარი მიჰყავს მიერინისკენ, მონების სამიდან უკანასკნელი დიდი ქალაქისკენ. თუმცა, მას აგრეთვე აწუხებს დრაკონების საკითხი - ისინი სულ უფრო მეტად დაუმორჩილებლები ხდებიან.
ეპიზოდი 2 : "The Lion and the Rose" / "ლომი და ვარდი"
რუს ბოლტონი ბრუნდება დრედფორტში, ახალგაზრდა ცოლ, უოლდერის ასულ უოლდასთან ერთად და რემსის განკიცხავს იმისთვის, რაც თეონს გაუკეთა. იგი გადაწყვიტავს, იპოვოს და მოკლას გადარჩენილები - ბრანი და რიკონი, ვინაიდან სწორედ ისინი რჩებიან სტარკების მემკვიდრეებად. რემსიმ კი მისი ბრძანებით უნდა დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებსაც იკავებენ რკინათშობილები. დრაკონის ქვაზე მელისანდრე გასცემს ბრძანებას, დაწვან რამდენიმე ადამიანი, როგორც მსხვერპლი სინათლის ღმერთისადმი. დედოფალი სელისა კმაყოფილია, განსხვავებით დავოსისგან და შირენისგან. სამეფო ნავსაყუდელში ტირიონი შაიასთან ურთიერთობას წყვიტავს - რათა ქალი თავისი ოჯახისგან დაიცვას - და მას პენტოსში აგზავნის. ჯეიმე ბრონის დახმარებით მარცხენა ხელით ფარიკაობას ეუფლება. მეფე ჯოფრი და მარჯერი ტირელი ქორწინდებიან. მოგვიანებით, ნადიმისას, ჯოფრის და ტირიონს შორის დაძაბულობა მატულობს. მეფე მოულოდნელად თავს შეუძლოდ იგრძნობს და, ღვინოში ჩაყრილი საწამლავის გამო იხრჩობა და კვდება. სერსი ტირიონს ადანაშაულებს შვილის მოკვლაში და მის ძმას აპატიმრებენ, ხოლო სერ დონტოსი, ყოფილი რაინდი, სანსას ურჩევს, დატოვოს სასახლე, რათა გადარჩეს.
ეპიზოდი 3 : "Breaker of Chains" / "ბორკილების გამტეხი"
ტაივინი გადაწყვიტავს, რომ ტომენი დაიკავებს სამეფო ტახტს. ტირიონის სასამართლოსთვის იგი თანაშემწეებად ირჩევს ობერინს და მეის ტირელს. ტირიონი მოწმის სახით ჯეიმეს ირჩევს. პეტირ ბეილიში კლავს სერ დონტოსს (რომელიც თავად დაიქირავა) და სანსას სასახლიდან აპარებს. არია და ქოფაკი მოგზაურობისას მოხვდებიან ფერმაზე, სადაც ცხოვრობენ ფერმერი და მისი ასული. ქოფაკი ფერმერს სცემს და მის ფულს ითვისებს, მიუხედავად არიას წინააღმდეგობისა. დრაკონის ქვაზე სტანისი დარწმუნებულია, რომ ჯოფრის იმ რიტუალის გამო აღესრულა, რომელიც მან მელისანდრესთან ერთად წურბელებით ჩაატარა. შირენი დავოსის თხოვნით რკინის ბანკს სწერს წერილს, რომელშიც სტანისი ითხოვს თანხას, რათა იქირავოს ჯარი. ჩრდილოეთში სემს დასცინიან აბგურის წევრები, ვინაიდან არ სჯერათ, რომ მან თავად მოკლა თეთრი მოხეტიალე. გილის და ბავშვის უსაფრთხოებისთვის სემი გადაწყვიტავს, ორივე გადაიყვანოს თხუნელების ქალაქში. იგი ეუბნება გოგონას, რომ ოდესღაც აბგურის საძმოს მრავალი მონაწილე დაიჭირეს გაუპატიურების ბრალდებით. გილის მაინც სურს დარჩენა, მაგრამ სემი მას საბოლოოდ ითანხმებს. ველურების რაზმი ტორმუნდის მეთაურობით მცირე სოფელს ესხმის, ხოლო სტირი აიძულებს ადგილობრივ ბიჭუნას, გაიქცეს შავი ციხესიმაგრისკენ და იქ უამბოს, თუ რა მოხდა სოფელში. შეკრებაზე სერ ალისერი აცხადებს, რომ მათ უნდა დაიცვან კედელი. მზვერავები ბრუნდებიან და ყველას ამცნობენ, რომ კრასტერის სასახლეში აბგურის მეამბოხეები იმყოფებიან. ჯონი იხსენებს, რომ მანსი მოატყუა, თითქოს აბგურს ათასი კაცი ჰყავს, რაც სინამდვილეში ათჯერ მეტია, ვიდრე მათი ნამდვილი რაოდენობა. იგი აცხადებს, რომ უნდა გადავიდნენ ჩრდილოეთით და ამბოხებულები უფრო ადრე გაანადგურონ, ვიდრე მანსი შეიტყობს აბგურის წევრების ნამდვილ რაოდენობას. დეინერისი იწყება მიერინის აღებას.
ეპიზოდი 4 : "Oathkeeper" / "ფიცის ერთგული"
დეინერისი მიერინს ათავისუფლებს და მოკლული მონა ბავშვებისთვის შურისძიების ნიშნად კლავს 163 მონათმფლობელს. ზღვაში ბეილიში სანსას ეუბნება, რომ ჯოფრის მოკვლაში მონაწილეობდა. სამეფო ნავსაყუდელში ოლენა, რომელიც გამგზავრებას გეგმავს, ასევე ეუბნება მარჯერის, რომ ჯოფრის მოწამლვაში მონაწილეობდა და შესთავაზებს, ტომენი მოხიბლოს, სანამ უკანასკნელს სერსი მის წინააღმდეგ განაწყობს. ჯეიმე ხვდება ტირიონს და დარწმუნდება, რომ მისი ძმა უდანაშაულოა. თუმცა, სერსი კვლავ ფიქრობს, რომ ჯოფრი ტირიონმა მოკლა და ჯეიმეს სთხოვს, იპოვოს და მოკლას სანსა. სანაცვლოდ მისი ძმა ბრიენას ავალებს სანსას პოვნას და მის დაცვას, გადასცემს თავის ხმალს და გააყოლებს პოდრიკ პეინს, როგორც საჭურველთმტვირთველს. ჩრდილოეთში, ჯონისგან თავის ასარიდებლად ალისერ თორნი და იანოს სლინტი შეთანხმდებიან და სნოუს უფლებას აძლევენ, ამბოხებულებთან საბრძოლველად გაეშუროს. ამბოხებულები ამასობაში იჭერენ ბრან და მის თანმხლებებს და მის ნამდვილი ვინაობასაც დაადგენენ. უფრო შორეული ჩრდილოეთით თეთრ მოხეტიალეს კრასტერის უკანასკნელი ახალშობილი მიჰყავს საიდუმლო რიტუალების ადგილზე, სადაც ბავშვიც იქცევა მოხეტიალედ.
ეპიზოდი 5 : "First of His Name" / "პირველწოდებული"
ტომენი ხდება მეფე. სერსი ხვდება მარჯერის, ტაივინს და ობერინს, რათა ტაივინზე გავლენა იქონიოს და დაარწმუნოს, რომ ტირიონი დამნაშავეა. ველში ბეილიშს სანსა მიჰყავს ლიზა არენთან და მას სთხოვს დისშვილის დაცვას. სანაცვლოდ იგი იძულებულია იმავე დღეს ლიზასთან იქორწინოს. ცნობილი ხდება, რომ სწორედ მან და ლიზამ მოკლეს ჯონ არენი. ლიზა მოგვიანებით ესაუბრება სანსას და ეჭვიანობს მასზე, ეუბნება რა, რომ მან მოხიბლა პეტირი, თუმცა დაარწმუნებს, რომ ქალწულია. ქოფაკი აღმოაჩენს, რომ მისი სახელი ასევე არის მოსაკლავი პირების სიაში, რომელსაც არია მუდმივად იმეორებს. იგი დასცინის არიას ბრძოლის სტილს. ბრიენა აღმოაჩენს, რომ პოდრიკი, როგორც მებრძოლი, არ გამოდგება, თუმცა მოსწონს, რომ ტირიონის დასაცავად ბიჭუნამ მეფის ამალის წევრი მოკლა. კედლის მიღმა ჯონი და მისი ხალხი თავს ესხმიან მეამბოხეებს. ლოკი ცდილობს ბრანის გატაცებას, მაგრამ მას კლავს ჰოდორი, რომლის გონებაში ბრანი შედის. შემდეგ ბრანი და სხვები გარბიან და გზას განაგრძობენ, ხოლო ჯონის რაზმი კლავს ყველა მეამბოხეს და წვამს კრასტერის ციხესიმაგრეს. სერ ჯორაჰისგან დეინერისი შეიტყობს, რომ ასტაპორიც და იუნკაიც დაუბრუნდნენ მონათმფლობელურ წესებს და დეინერისი გადაწყვიტავს, მართოს მთლიანად მონათმფლობელთა ყურე.
ეპიზოდი 6 : "The Laws of Gods and Men" / "ღმერთების და ადამიანების კანონები"
ესოსში დავოსი დაითანხმებს რკინის ბანკს და სალადორ საანს და მის მეკობრეებს სტანისის მხარდასაჭერად. მიერინში დეინერისი ეჩვევა დედოფლის მოვალეობას - ისმენს სხვადასხვა ადამიანის საჩივარს. მათ შორის არიაბ ჰიზდარ ზო ლორაქი და მამაკაცი, რომლის თხები მოკლეს დეინერისის დრაკონებმა. დრედფორტში იარა შეაღწევს ციხესიმაგრეში, მაგრამ თეონი უარს ამბობს მასთან ერთად შინ დაბრუნებაზე, რის გამოც მისი და იძულებულია, თავი გაქცევით გადაირჩინოს. რემსი თეონს ერთგულებისთვის აჯილდოებს და, მამის დავალების შესასრულებლად, უბრძანებს, „იყოს ის, ვინც არ არის“ - თეონ გრეიჯოი („მყრალას“ სანაცვლოდ). სამეფო ნავსაყუდელში ტაივინი აწესებს ჯილდოს მისთვის, ვინც მკვდარი კლიგანის თავს მოუტანს. იგი აგრეთვე უბრძანებს ვარისს, განაგრძოს დეინერისის თვალთვალი. იმავე დღეს ტირიონის სასამართლო იმართება. ყველა მოწმე მის წინააღმდეგ საუბრობს - სერ მერინ ტრენტი, მეისტერ პაისელი, სერსი, ვარისი და, რაც მას ყველაზე მეტად გააოგნებს - შაია. გაბრაზებული და დამარცხებული, ტირიონი მოითხოვს სამსჯავროს ორთაბრძოლის წესით.
ეპიზოდი 7 : "Mockingbird" / "კაჭკაჭი"
სერსი თავის მებრძოლად ირჩევს გრეგორ „მთა“ კლიგანს, ხოლო ჯეიმი და ბრონი ტირიონისთვის ბრძოლაზე უარს ამბობენ. ობერინი, იმ სურვილით, რომ იძიებს შურს მთაზე (რომელმაც გააუპატიურა და მოკლა მისი და) თანხმდება ტირიონის მებრძოლის სახით გამოსვლაზე. დეინერისს აქვს სექსი დაარიოსთან. მოგვიანებით იგი მას აგზავნის იუნკაიში მონათმფლობელებთან გასამკლავებლად. მელისანდრე და სელისი ემზადებიან დრაკონის ქვის დასატოვებლად და თან შირენის წაყვანასაც აპირებენ. ალისერ თორნი უარს ამბობს ჯონის შეთავაზებაზე, გადაკეტონ გვირავი. ბრიენა და პოდრიკი ხვდებიან „ღვეზელს“ და შეიტყობენ, რომ არია ცოცხალია. ამის შემდეგ ისინი გადაწყვიტავენ, გაემგზავრონ ველისკენ, ფიქრობენ რა, რომ გოგონა იქ ცოცხალი ნათესავების საძიებლად წავიდოდა. ველში ლიზა განრისხებულია, როდესაც დაინახავს, თუ როგორ კოცნის ბეილიში სანსას. მოგვიანებით იგი იმუქრება გოგონას მთვარის კარიბჭეში გადაგდებით, მაგრამ მას კოშკიდან ბეილიში აგდებს და კლავს.
ეპიზოდი 8 : "The Mountain and the Viper" / "მთა და გველი"
ველურები არბევენ თხუნელების ქალაქს. გილის გადაარჩენს იგრიტი. რემსი აიძულებს თეონს, გამოიყვანოს რკინათშობილები. უკანასკნელები ინანიებენ, იმ იმედით, რომ შინ დაბრუნდებიან, მაგრამ მათ რემსის ლაშქარი ანადგურებს. დავალების შესრულებისთვის რუსი რემსის ბოლტონად აცხადებს. ველში სანსა საბჭოს, რომელიც იძიებს ლიზას დაღუპვას, თავის ნამდვილ ვინაობას უმხელს და დაარწმუნებს, რომ ბეილიში უდანაშაულოა. ბეილიშის ჩანაფიქრით რობინ არენი, ლიზას შვილი, ველის მბრძანებელი გახდება. სასახლეს უახლოვდებიან ქოფაკი და არია, რომლებსაც ამცნობენ ლიზას დაღუპვის შესახებ. სამეფო ნავსაყუდელში იწყება ორთაბრძოლა. თავდაპირველად უპირატესობა ობერინის მხარეს არის, მაგრამ მოგვიანებით მთა მას კლავს თავის გაჭყლეტით, თუმცა მანამდე აღიარებს, რომ გააუპატიურა და მოკლა ელია. ტაივინი ტირიონს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს. ესოსში ბარისტან სელმი მიიღებს წერილს ჯორაჰის სახელზე, რომელშიც წერია, რომ დეინერისზე ჯაშუშობის გამო მას პატიება ენიჭება. ამის გამო განრისხებული დეინერისი ჯორაჰს მეირინიდან აძევებს.
ეპიზოდი 9 : "The Watchers on the Wall" / "კედლის აბგური"
ღამის აბგური ემზადება ველურების შემოტევისთვის. გილის და მის შვილს სემი მალავს აბგურის ციხესიმაგრის ერთ-ერთი მიწისქვეშა ოთახში. ველურები აბგურს ორივე მხრიდან უტევენ. ტორმუნდის ლაშქარი შემოდის სამხრეთიდან და იპყრობს აბგურის მთელ ყურადღებას. ჩრდილოეთიდან, გვირაბის დახმარებით, ერთ-ერთი გოლიათი, რომელიც მათ ლაშქარშია, აღწევს ციხესიმაგრეში, მაგრამ მას კლავენ გრენი და საძმოს კიდევ ხუთი წევრი - საკუთარი სიცოცხლის ფასად. ალისერ თორნი სამხრეთ ნაწილში იბრძვის, ხოლო იანოს სლინტი იცავს თავად ციხესიმაგრის მთავარ ნაწილს. თუმცა, აღმოჩნდება, რომ იგი ამ საქმეს ვერ უძღვება და მოტყუებით მოხვდება ციხესიმაგრის ქვედა დონეზე. მის სანაცვლოდ პასუხისმგებელი ჯონი რჩება. იგი კლავს სტირს და გაბრაზებული იგრიტი აპირებს, ჯონს ესროლოს მშვილდიდან, მაგრამ მას ოლი კლავს. ჯონის მგელსაზარას დახმარებით აბგური იცავს ციხესიმაგრის ყველაზე ქვედა დონეს. ტორმუნდს აპატიმრებენ. ყველას, ვინც ძვრება კედელზე, ანადგურებს გიგანტური ცელი, რომელსაც უშვებენ ზევიდან. ველურები უკან იხევენ, მაგრამ, როგორც ჯონი (რომელიც იგრიტს გლოვობს) თვლის - დროებით. სნოუს აღარ რჩება სხვა გამოსავალი - იგი აპირებს კედლის მიღმა გადასვლას და მანსის მოკვლას.
ეპიზოდი 10 : "The Children" / "ბავშვები"
ჯონი პოულობს და ესაუბრება მანსს, მაგრამ ამ დროს ჩნდება სტანისი საკუთარ ლაშქართან, რომელიც არბევს ველურების ბანაკს. მანსს იჭერენ. ბრანი და მოგზაურები პოულობენ დიდ ხეს, რომელსაც ბიჭუნა საკუთარ ხილვებში ხედავდა, მაგრამ მათ ესხმიან ჩონჩხისებრი საზარელი მხეცები, რომლებიც ჟოიენს კლავენ. დანარჩენებს გადაარჩენს გამოქვაბულიდან გამოსული ბავშვი, რომელსაც ისინი მიჰყავს სამთვალიან ყორანთან - იგი მოხუცი მამაკაცი აღმოჩნდება. ველში ბრიენა და პოდრიკი გადააწყდებიან არიას და ქოფაკს - უკანასკნელს ბრიენა სასიკვდილოდ დაჭრის. ქოფაკი სთხოვს არიას, მოკლას იგი, მაგრამ არია უარს ეუბნება და ტოვებს. იგი პოულობს გემს, რომელიც ბრაავოსისკენ მიემართება და აპირებს იაქენის პოვნას. სამეფო ნავსაყუდელში სერსი კვიბერნს სთხოვს, გადაარჩინოს მთა, რომელიც ობერინმა მოასწრო, დაეჭრა მოწამლული ხმალით. ჯეიმე ათავისუფლებს ტირიონს, რომელიც თავდაპირველად მიდის მამის საძიებლად და მის საწოლში შაიას პოულობს. კლავს რა თავის ყოფილ სატრფოს, იგი საპირფარეშოში პოულობს ტაივინს, რომელსაც ასევე კლავს და ქალაქს ვარისთან ერთად ტოვებს. მიერინში დეინერისს ეწვევა ერთ-ერთი მოსახლე, რომელიც მოუტანს თავისი დამწვარი ქალიშვილის ნარჩენებს - აღმოჩნდება, რომ იგი დროგონმა მოკლა. რათა მომავალში მსგავსი უბედურებები არ მოხდეს, დეინერისი ორივე დარჩენილ დრაკონს სასახლის სარდაფში დიდი ბორკილებით ამწყვდევს.