Game of Thrones Season 5 სამეფო კარის თამაშები სეზონი 5

ზამთარი ახლოვდება - სტარკების დევიზი
Game of Thrones Season 5

Game of Thrones Season 5 / სატახტოთა თამაში სეზონი 5 / სამეფო კარის თამაშები სეზონი 5 | ქართულად, ინგლისურად, რუსულად.

ჯორჯ რ. რ. მარტინის ფენტეზი საგის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" ადაპტაცია - სატახტო გვარების სისხლიანი ბრძოლა ვესტეროსისა და მისი რკინის ტახტის მოსაპოვებლად. სანამ დიდებული გვარები სატახტო თამაშებში არიან ჩართულნი, ჩრდილოეთით, ყინულის კედლის მიღმა მაგიური არმია იღვიძებს და ყველაფერს განადგურებით ემუქრება.

ეპიზოდი 1 : "The Wars to Come" / "მომავალი ომები"

მოგონებების სცენაში ნაჩვენებია კუდიანი, რომელიც მოზარდ სერსის ეუბნება, რომ ვიღაც მასზე ახალგაზრდა და მშვენიერი ერთ დღეს წაართმევს ყოველივეს, რასაც მიაღწია. ნამდვილ დროში ტაივინ ლანისტერს მარხავენ და ბრუნდება ლანსელ ლანისტერი - უკვე რელიგიური ადამიანი და „ბეღურების“ წევრი. პენტოსში ტირიონი თანხმდება, გაჰყვეს ვარისს მიერინში, რათა მხარი დაუჭიროს დეინერისს და დააბრუნებინოს რკინის ტახტი. მიერინში ამბოხებული „ჰარპიის ვაჟები“ კლავენ დეინერისის რაზმის წევრებს, რის გამოც დედოფალი იძულებულია, ძველი ტრადიციების მიუხედავად, კიდევ უფრო მკაცრი ზომები შემოიღოს. მისანდეი დაეჭვდება, როდესაც აღმოაჩენს, რომ რაზმის წევრები საროსკიპოებში დადიან. დეინერისის დრაკონები ღიზიანდებიან, როდესაც დედოფალი მათ ეწვევა. ველში ბეილიშო რობინ არენს როისის საგვარეულოს უტოვებს და სანსასთან ერთად მიემგზავრება. კედელზე სტანის ბარათეონი ცდილობს, დაითანხმოს ველურები რუს ბოლტონთან საბრძოლველად. მანსი არ აღიარებს სტანისის უპირატესობას და უკანასკნელის ბრძანებით მას ცოცხლად წვამენ, თუმცა სნოუ მას საბოლოოდ ესვრის, რათა მანსმა არ იწვალოს.

ეპიზოდი 2 : "The House of Black and White" / "შავ-თეთრი სახლი"

არია სტარკი ბრაავოსშია და სურს, გახდეს იაქენ ჰ'გარის შეგირდი. ჯეიმე სერსის ამცნობს, რომ აპირებს დორნში გამგზავრებას და მირსელას წამოყვანას (რომელიც მომავალში უნდა დაინიშნოს ტრისტანთან). მასთან ერთად დორნში მიემგზავრება ბრონიც. პოდრიკი ფუნდუკში ამოიცნობს სანსას და ბეილიშს. ბრიენა სანსას დაცვას სთავაზობს, მაგრამ გოგონა უარით ისტუმრებს. ბეილიში ბრიენას სთხოვს, რომ სანსასთან ერთად დარჩეს უინტერფელში. ბრიენა იქაურობას პოდრიკთან ერთად ტოვებს, მაგრამ სანსას მაინც უთვალთვალებს. სტანისი სნოუს სთავაზობს სამართლიანობის აღდგენას და უინტერფელის ბატონობას, თუკი იგი დატოვებს აბგურს და გაჰყვება დასახმარებლად, მაგრამ სნოუ უარზეა. სემ ტარლი ჯონს უმაღლესი მეთაურის ადგილზე წარადგენს და სნოუს ირჩევენ ხმათა უმრავლესობით. მიერინში ამბოხია მას შემდეგ, რაც დეინერისი გადაწყვიტავს, სიკვდილით დასაჯოს ყოფილი მონა, რომელმაც მოკლა ჰარპიის დაპატიმრებული ვაჟი, სანამ უკანასკნელის სასამართლო შედგებოდა. მოულოდნელი ქალაქს დროგონი გადაუფრენს, მაგრამ მალევე ქრება.

ეპიზოდი 3 : "High Sparrow" / "მისი უბეღურესობა"

მარჯერი, ტომენთან ქორწინების შემდეგ, ზრდის ბიჭუნაზე გავლენას, რათა მან სერსი კასტერლის კლდეზე გაამგზავროს. ბეილიში სანსას ბოლტონებთან კავშირის გამყარებაზე ესაუბრება და სთავაზობს რემსისთან ქორწინებას, ლანისტერებისგან ფარულად. ბრიენა გადაწყვიტავს, გაწვრთნას პოდრიკი. იმისთვის, რომ შავ-თეთრ სახლში შეგირდობა შეეძლოს, არია პირად ნივთებს აგდებს მდინარეში, გარდა მისი ხმლის, ნემსის, რომელსაც მალავს ქვების ქვეშ. შავ ციხესიმაგრეში სნოუ ალისერ თორნს ირჩევს პირველ მზვერავად, მაგრამ იანოს სლინტი არ ემორჩილება ჯონის ბრძანებას, გაემგზავროს და გახდეს რუხი აბგურის მეთაური. დაუმორჩილებლობისთვის და შეურაცხყოფისთვის სნოუ მას ეზოში საკუთარი ხელით კლავს, სტანისის თანხმობით. ლანსელი და „ბეღურების“ სხვა წევრები საროსკიპოში უმაღლეს სეპტონს პოულობენ და სჯიან, გაიყვანენ და გაატარებენ რა ქუჩაში სრულიად შიშველს. იგი სერსისთან ჩივის, მაგრამ სერსის ბრძანებით მას საკანში ამწყვდევენ. სერსი ხვდება მის უბეღურესობას და მხარს უჭერს ბეღურების ქმედებებს. ტირიონი და ვარისი ჩადიან ვოლანტისში და შედიან საროსკიპოში, საიდანაც ტირიონს იტაცებს ჯორაჰ მორმონტი და მიჰყავს დეინერისთან.

ეპიზოდი 4 : "Sons of the Harpy" / "ჰარპიის ვაჟები"

სერსის მხარდაჭერით ბეღურები აღიჭურვებიან იარაღით. ისინი მოულოდნელად აპატიმრებენ ლორას ტირელს, რის გამოც მარჯერი განრისხებულია, თუმცა, ტომენს არ აქვს გავლენა ბეღურებზე. მელისანდრე ცდილობს, შეაცდინოს სნოუ და უინტერფელში სტანისთან ერთად წაიყვანოს. უინტერფელში ბეილიში ემზადება სამეფო ნავსაყუდელში დასაბრუნებლად. მანამდე იგი ცდილობს, დაარწმუნოს სანსა, რომ რემსისთან ქორწინება უსაფრთხო იქნება. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ სტანისი ვერ გაიმარჯვებს ბოლტონებზე და ვერ გადაარჩენს მას, რემსით მანიპულირება მარტივი იქნება. ბრონი და ჯეიმე დორნში ფარულად ჩადიან და გზად სასახლისკენ ხვდებიან და კლავენ ოთხ ცხენოსანს. ობერინ მარტელის ბასტარდი ასულები, „ქვიშის გველებად“ წოდებულები, გემის კაპიტანისგან შეიტყობენ, რომ ჯეიმე მირსელას წასაყვანად მოვიდა. ელარია სენდი ქვიშის გველებს სთავაზობს, გაიტაცონ მირსელა, სანამ მას ჯეიმე მიაგნებს. მორმონტი, დეინერისთან ტირიონის მიყვანით, ცდილობს მოიპოვოს მიტევება. მიერინში ლორაქი დეინერისს კვლავ სთხოვს ორთარბძოლების ტრადიციის აღდგენას. ჰარპიის ვაჟები ციტადელში ესხმიან დეინერისის რაზმს. რუხი ჭია დაჭრილია, ხოლო ბარისტან სელმი მოკლულია.

ეპიზოდი 5 : "Kill the Boy" / "მოკალი ბიჭუნა"

ბრიენა და პოდრიკი ჩერდებიან ფუნდუკში, უინტერფელთან ახლოს და სანსას ამცნობენ, რომ შეუძლიათ, დაეხმარონ, თუკი რამე სჭირდება. სანსა შეიტყობს, რომ უინტერფელში თეონიც იმყოფება. რემსი აიძულებს მას, მოინანიოს გოგონასთან საკუთარი „დანაშაული“ სტარკების წინაშე. ტორმუნდი უერთდება ღამის აბგურს, რათა ველურებმა კედლის სამხრეთით დასახლება შეძლონ. სნოუ დათანხმდება, გაჰყვეს და უწყალო სახლიდან გადმოიყვანოს სხვა ველურები. სტანისის ლაშქარი უინტერფელისკენ მიემართება და თან სელისი და შირენი მიჰყავს. მიერინში რუხ ჭიას მოასულიერებენ. მისანდეის და მას შორის ვნება ღვივდება. დეინერისი ადგილობრივ დიდგვაროვანს დრაკონებს შესაჭმელად გადაუგდებს, დანარჩენებს კი აპატიმრებს. მოგვიანებით იგი თანხმდება ორთაბრძოლების ტრადიციის აღდგენაზე და მშვიდობის გასამყარებლად კორაქთან ქორწინებაზე. ზღვაში ტირიონი და მორმონტი ვალირიის გავლით მოგზაურობენ. მათ გადაუფრენს დროგონი, ხოლო ქვის ადამიანების თავდასხმის შემდეგ მორმონტი აღმოაჩენს, რომ რუხი სენი შეეყარა.

ეპიზოდი 6 : "Unbowed, Unbent, Unbroken" / "ქედმოუხრელი, უდრეკი, გაუტეხელი"

იაქენ ჰ'გარს არია მიჰყავს დარბაზში, რომელშიც შავ-თეთრ სახლში გარდაცვლილი უამრავი ადამიანის სახეა გამოფენილი. ჯეიმე და ბრონი მიაღწევენ სასახლემდე და პოულობენ მირსელას. მათ ესხმიან ქვიშის გველები. ბრძოლა შეწყდება, როდესაც ყველას ადგილობრივი გუშაგი აპატიმრებს. მორმონტი და ტირიონი გადაეყრებიან მონათმფლობელებს, რომლებსაც ტირიონი დაარწმუნებს, თან წაიყვანონ, მიერინის საბრძოლო არენაზე. ბეილიში სერსის ამცნობს რემსის სანსასთან ქორწინების გეგმის შესახებ და, სთხოვს, უფლება მისცეს, წინ წაუძღვეს ველის რაინდებს, რათა რუსის და სტანისის დაპირისპირებაში ჩაერიოს და ორივე მხარე გაანადგუროს. სანაცვლოდ იგი ითხოვს, მიენიჭოს ჩრდილოეთის მცველის წოდება. ოლენა ჩადის სამეფო ნავსაყუდელში და სერსის აფრთხილებს, რომ ლორასის დაპატიმრება მათ კავშირს შეარყევს. ლორასი, გასამართლებისას, მარჯერის მხარდაჭერით, უარყოფს, რომ მამაკაცთან სცოდავდა. თუმცა ჩნდება მამაკაცი მეძავი ოლივარი, რომელიც უარყოფს და-ძმის ნათქვამს, რის გამოც მარჯერის აპატიმრებენ ღმერთების წინაშე სიცრუისთვის. უინტერფელში სანსას აქორწინებენ რემსისთან, რომელიც მას მოგვიანებით თეონის თანდასწრებით სასტიკად ეპყრობა და აუპატიურებს.

ეპიზოდი 7 : "The Gif" / "ძღვენი"

სნოუ უწყალო სახლისკენ მიემართება სხვა ველურებთან და მზვერავებთან ერთად. მათი არყოფნისას მეისტერ ეიმონი კვდება. გილის ესხმის აბგურის ორი წევრი. ტარლი ცდილობს მის დაცვას, მაგრამ უძლურია, თუმცა მას ეხმარება სნოუს მგელსაზარა. მასსა და გილის შორის რომანტიკული კავშირი ვითარდება. სანსა სთხოვს თეონს, დაეხმაროს უინტერფელიდან გაქცევაში, მაგრამ იგი სანაცვლოდ ამცნობს რემსის, რომელიც კლავს ქალს, რომელიც ბრიენას გადასცემდა სანსას ამბებს. ბანაკში მელისანდრე სტანიის სთავაზობს შირენის შეწირვას, რაზეც ბარათეონი უარს ამბობს. მორმონტი და ტირიონი მონათმფლობელ იეზან ზო ქაგაზის ხელში გადადიან. ორივე მიჰყავთ ორთაბრძოლების მოედანზე, სადაც დეინერისიც იმყოფება. მორმონტი ბრძოლისას ყველა მონას კლავს და დეინერისს წინ წარუდგება და ეუბნება, რომ ძღვენის სახით მოუყვანა ტირიონი. დორნში მირსელა ჯეიმეს ეუბნება, რომ უფლისწულ ტრისტანთან, დორანის ძესთან დაქორწინებას აპირებს. მისი უბეღურესობა ოლენას უარს ეუბნება ლორასის და მარჯერის გათავისუფლებაზე. მოგვიანებით ბეღურები აპატიმრებენ სერსის, შეიტყობენ რა მისი და ლანსელის ერთ დროს ინცესტუალურ კავშირზე.

ეპიზოდი 8 : "Hardhome" / "უწყალო სახლი"

სერსი შეიტყობს, რომ ბიძამისი, კევანი, დაინიშნა მეფის მრჩევლად. სერსის საკანში აშიმშილებენ და არ ასმევენ წყალს, რათა აიძულონ, მოინანიოს, რაზეც უარს ამბობს. არია ლანას, ხამანწკების ვაჭრის გარეგნობას მიიღებს. ნ'გჰარის დავალებით, მან უნდა შეიტყოს მეტი „მოთამაშის“, მამაკაცის შესახებ, რომელიც ნავსაყუდელში გემების კაპიტნებისთვის დაზღვევების მიყიდვით არის დაკავებული. იაქენი განმარტავს, რომ კაპიტანის დაქირავებით, უსახურებს (ანუ მათ) უნდა მოეკლათ ვაჭარი მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ანაზღაურებაზე, რომელიც უნდა გადაეხადა ერთ-ერთი კაპიტანის ჩაძირვის შემდეგ. მოგვიანებით ვაჭარი უნდა მოწამლონ. თეონი სანსას უამბობს, რომ ბრანის და რიკონის დაწვა გააყალბა და ბიჭები ცოცხლები არიან. რემსი რუსს სთავაზობს, დაატყდნენ სტანისს და ამისთვის ითხოვს ოც კარგად გაწვრთნილ მებრძოლს. მიერინში ტირიონი სთხოვს დეინერისს, არ დასაჯოს მორმონტი სიკვდილით და ჯორაჰს კვლავ აძევებენ. იგი ბრუნდება იეზანთან და სთხოვს, კვლავ აბრძოლოს მოედანზე. ტირიონი ხდება დეინერისის მრჩეველი. უწყალო სახლში ჩასული სნოუ და ტორმუნდი დაახლოებით 5000 ველურს ითანხმებენ სამხრეთით გადასვლაზე, მაგრამ ამ დროს თეთრი მოხეტიალეების დიდი ლაშქარი ჩნდება და თავს ესხმის დასახლებას. სნოუ ერთ-ერთ მათგანს ობსიდიანის ხმლით ანადგურებს. ის, ტორმუნდი და სხვები, გადარჩენილები გარბიან, მაგრამ დასასრულს ხედავენ, თუ როგორ აცოცხლებს ღამის მეფე მოკლულ ველურებს - უკვე თავისი მსახურების სახით.

ეპიზოდი 9 : "The Dance of Dragons" / "დრაკონების ცეკვა"

ქარბუქის დროს სტანისის ბანაკს თავს ესხმიან რემსი და მისი რაზმი, რის გამოც რაზმი დიდ დანაკარგს განიცდის. სტანისი დავოსს კედელზე დახმარების სათხოვნელად უშვებს და თავად გადაწყვიტავს, ცოცხლად დაწვას შირენი ყველას წინაშე, რათა შეძლოს გამარჯვება ამ მსხვერპლშეწირვის სანაცვლოდ. სნოუ და სხვები ბრუნდებიან კედელზე და ველურების გადარჩენილი ნაწილი სამხრეთით გადადის. დორნში დორანი ჯეიმეს და ბრონს შეიწყალებს და ჰპირდება, რომ შინ მირსელასთან ერთად გაუშვებს, ტრისტანის თანხლებით, რომელიც ნავსაყუდელში მისი მრჩეველი გახდება. იგი აგრეთვე შეიწყალებს სენდს და გველებს. ბრაავოსში არია, რომელმაც უნდა შეასრულოს იაქენის დავალება, შეამჩნევს მერინ ტრანტს და მეის ტირელს, მარჯერის მამას. იგი მათ გაჰყვება და დაადგენს რა, რომ ტრანტს იზიდავენ მოზარდი გოგონები, ბრუნდება შავ-თეთრ სახლში და იაქენს ატყუებს, რომ ვაჭარს არ შიოდა და არ იყიდა ხამანწკები. მიერინში იწყება ორთაბრძოლა და დეინერისი მებრძოლებს შორის კვლავ იხილავს მორმონტს. იგი კვლავ იმარჯვებს, მაგრამ ამ დროს არენას არბევენ ჰარპიის ვაჟები. ლაშქარი ცდილობს დედოფლის და სხვების დაცვას, მაგრამ დეინერისს და მის მრჩევლებს ალყაში მოაქცევენ. მოულოდნელად ჩნდება დროგონი. დეინერისი მასზე ფრთხილად ამხედრდება და დრაკონს იგი შორს მიჰყავს, დარჩენილები კი გაოგნებულები ადევნებენ თვალს.

ეპიზოდი 10 : "Mother's Mercy" / "დედის მოწყალება"

სელისი თავს იკლავს. სტანისის ლაშქარის დიდი ნაწილი ტოვებს მეთაურს, ხოლო მელისანდრე კედლისკენ მიემგზავრება. ბოლტონები სტანისს ამარცხებენ. მოგვიანებით მას ბრიენა კლავს. სანსა გაქცევას ცდილობს, მაგრამ მას წინ მირანდა, რემსის საყვარელი ეღობება. თეონი მას ციხესიმაგრიდან აგდებს და სანსასთან ერთად ვინტერფელიდან გარბის. სერსი აღიარებს, რომ ლანსელთან ჰქონდა ურთიერთობა და იძულებულია მოინანიოს ქუჩაში შიშვლად გავლით. წითელ სასახლებდე მისულს ეგებება კვიბერნი და წარუდგენს ახალ მცველს - გაცოცხლებულ მთას. ჯეიმე, მირსელა, ბრონი და ტრისტანი დორნიდან ბრუნდებიან. გემზე მირსელა კვდება, მოწამლული. არია შედის საროსკიპოში და კლავს ტრანტს. დავალების შეუსრულებლობის და წესის დარღვევის გამო იაქენი მას აბრმავებს. ვარისი მიერინში ჩნდება და ტირიონთან, რუხ ჭიასთან და მისანდეისთან ერთად ცდილობს, ქალაქის მმართველობას გაუძღვეს, სანამ დეინერისი გამქრალია. დაარიო ნაჰარისი და მორმონტი მიემგზავრებიან მის საძიებლად. დეინერისს შორს მთებში დროგო ჩამოსვამს და თავად კვლავ ტოვებს. დოთრაკიელების ლაშქარი დეინერისს პოულობს. ტარლი, გილი და ბავშვი მიემგზავრებიან ძველი ქალაქისკენ, სადაც სემს სურს, გახდეს მეისტერი. სნოუს თავს ესხმის და კლავს რამდენიმე წევრი, მათ შორის - თორნი და ოლი.