Game of Thrones Season 7 სამეფო კარის თამაშები სეზონი 7

ზამთარი ახლოვდება - სტარკების დევიზი
Game of Thrones Season 7

Game of Thrones Season 7 / სატახტოთა თამაში სეზონი 7 / სამეფო კარის თამაშები სეზონი 7 | ქართულად, ინგლისურად, რუსულად.

ჯორჯ რ. რ. მარტინის ფენტეზი საგის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" ადაპტაცია - სატახტო გვარების სისხლიანი ბრძოლა ვესტეროსისა და მისი რკინის ტახტის მოსაპოვებლად. სანამ დიდებული გვარები სატახტო თამაშებში არიან ჩართულნი, ჩრდილოეთით, ყინულის კედლის მიღმა მაგიური არმია იღვიძებს და ყველაფერს განადგურებით ემუქრება.

ეპიზოდი 1 : "Dragonstone" / "დრაკონის ქვა"

კედლის მიღმა ღამის ებგურის მზვერავები ხვდებიან ზებუნებრივ თეთრ არსებებს. უინტერფელში ლორდი ედარდ სტარკი და მისი ოჯახი შეიტყობენ მეფე რობერტის ვიზიტის შესახებ, რომელიც ოჯახთან და ამალასთან ერთად ჩრდილოეთისაკენ მოემართება. რობერტი ედარდს სთავაზობს გახდეს მეფის ხელი, მეფის შემდგომ ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო მოხელე. ზღვის მიღმა, თავისუფალ ქალაქ პენტოსში ვისერის ტარგარიენი თავის დას, დენერის ტარგარიენს აქორწინებს კჰალ დროგოზე, მომთაბარეთა ბელადზე, ვინაიდან იმედი აქვს, რომ მომავალში კჰალისგან უესტეროსის დასაპყრობად დიდ ლაშქარს მიიღებს. უინტერფელში კეტლინ სტარკი დისგან, ლაისასგან მიღებული წერილიდან შეიტყობს, რომ მეფის წინა ხელი მოწამლეს. ბრან სტარკი იხილავს დედოფალ სერსეის, რომელიც მეფეს საკუთარ ძმასთან, ჯეიმისთან ღალატობს. ეს უკანასკნელი ბიჭუნას კოშკის ფანჯრიდან აგდებს.

ეპიზოდი 2 : "Stormborn" / "ქარიშხალშობილი"

დეინერისის ბრძანებით, დორნელები იარას ფლოტით დორნისკენ მიემართებიან, ხოლო უნაკლოები კასტერლის კლდისკენ მიემგზავრებიან. ტარგარიენი გადაწყვიტავს, ჯერ არ დაესხას სამეფო ნავსაყუდელს – სანაცვლოდ იგი ნამდვილ ალყას გეგმავს. ვარისისგან იგი ითხოვს, ღალატის სანაცვლოდ, მომავალში მისი შეცდომები გააკრიტიკოს. დრაკონის ქვაზე ბრუნდება მელისანდრე, რომელიც დეინერისს უამბობს მასსა და ჯონთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებაზე. მისანდეი რუხ ჭიასთან, უკანასკნელის გამგზავრებამდე, სიყვარულით კავდება. სამეფო ნავსაყუდელში, დარბაზში, სერსი რამდენიმე ლორდს ესაუბრება და ითხოვს ერთგულებას, ხოლო რენდელ ტარლის სამხრეთის მცველის სტატუსს ჰპირდება. კვიბერნი სერსის უჩვენებს დიდ ბალისტას, რომელიც დრაკონების მოსაკლავად შეიქმნა. არია ხვდება „ღვეზელს“, რომლისგანაც შეიტყობს, რომ ჯონი ჩრდილოეთის მეფედ გამოაცხადეს და გადაწყვიტავს, მასთან გაემგზავროს. გზად იგი აგრეთვე ხვდება თავის მგელსაზარას, ნიმერიას და სთხოვს თან წაყოლას, თუმცა ნიმერია, სხვა მგლებთან ერთად, მას ტოვებს. სემისგან წერილის მიღების შემდეგ ჯონი უინტერფელს ობსიდიანის მოპოვების იმედით ტოვებს, ხოლო სანსას დროებით ანიჭებს მართვის უფლებას. ბეილიშს იგი აფრთხილებს, არც კი გაეკაროს მის დას. სემი ფარულად იწყებს ჯორაჰის მკურნალობას. ეურონის ფლოტი ესხმის იარას გემებს. ობარა და ნიმერია სენდებს კლავენ, ხოლო ელარია და ტიენა სენდებს, ისევე, როგორც იარას, იჭერენ. შეშინებული თეონი თავს გაქცევით უშველის.

ეპიზოდი 3 : "The Queen's Justice" / "დედოფლის მართლმსაჯულება"

სნოუ და სერ დავოსი ჩადიან დრაკონის ქვაზე, მაგრამ ჯონი უარს უამბობს დეინერისის წინაშე მუხლის მოდრეკვაზე. იგი ცდილობს, დაარწმუნოს დედოფალი, რომ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საფრთხე, ვიდრე სერსი - ღამის მეფე და თეთრი მოხეტიალეები. ტირიონი მოგვიანებით ესაუბრება მას, შემდეგ კი - დეინერისს, რის შემდეგ უკანასკნელი ჯონს ნებას რთავს, მოიპოვოს ობსიდიანი. იარა გრეიჯოის ფლოტის დარჩენილი მეზღვაურები პოულობენ თეონს, მაგრამ იგი იტყუება და არ ეუბნება, რომ შეეშინდა და საკუთარი სწორედ ამ მიზეზით მიატოვა. ეურონ გრეიჯოი ბრუნდება სამეფო ნავსაყუდელში, ძღვენით, ელარია და ტიენა სენდების სახით, მაგრამ კმაყოფილი დედოფალი ეუბნება, რომ სამადლობელო ძღვენს მხოლოდ მაშინ მიიღებს, როდესაც ომს მოიგებენ. საპყრობილეში სერსი ტიენას კოცნის დედის წინაშე და აღმოჩნდება, რომ მან გოგონა მოწამლა. მეორე დღეს ნავსაყუდელში ჩადის რკინის ბანკის წარმომადგენელი, რომელიც ვალის დაბრუნების შესახებ შეახსენებს, მაგრამ სერსი საამისოდ ორი კვირის ვადას ითხოვს. კასტერლის კლდეზე უნაკლოები იპყრობენ ციხესიმაგრეს, მაგრამ ამ დროს ბრუნდება ეურონ გრეიჯოი, რომელიც მათ ფლოტს ანადგურებს. ლანისტერები იღებენ ტირელების სატახტო ქალაქს, ხოლო ჯეიმე ოლენას წამლავს. სანამ იგი მის ოთახს ტოვებს, ოლენა უამბობს, რომ ჯოფრი მოკლა. ჯორაჰ მორმონტი განკურნებულია და ემზადება დეინერისთან დასაბრუნებლად. არქიმეისტერი განრისხებულია სემის თვითნებური ქმედებებით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, უთითებს ძველ, დამპალ წიგნებზე, რომლებიც, სასჯელის სახით, ტარლიმ უნდა გადაწეროს. უინტერფელში ჩადის ბრანი. როდესაც სანსა მას ესაუბრება, იგი იკავებს თავს ახსნა-განმარტებისგან, ეუბნება რა მხოლოდ იმას, რომ სამთვალიანი ყორანია და ყველაფერს ხედავს. მას შემდეგ, რაც შეახსენებს ქორწინების პირველ ღამეს, შეშინებული სანსა მას ღმერთების ტყეში ტოვებს.

ეპიზოდი 4 : "The Spoils of War" / "საომარი ნადავლი"

არია ბრუნდება უინტერფელში, სადაც კვლავ სანსასთან და ბრანთან ერთად არის. იგი ეფარიკავება ბრიენას, რომელსაც გააოგნებს დახვეწილი საბრძოლო ტექნიკით. ბრანი ემშვიდობება მირას, მიანიშნებს რა, რომ იგი აღარ არის ის ბიჭუნა, რომელსაც გოგონა ჩრდილოეთისკენ მოგზაურობისას ეხმარებოდა. ბეილიში ბრანს გადასცემს დანას, რომლითაც თავის დროზე უკანასკნელის მოკვლა სცადეს. სერსი რკინის ბანკს ჰპირდება ვალის სრულად დაბრუნებას, იმ იმედით, რომ მისი ძმა სამეფო ნავსაყუდელში ტირელების ოქროთი დაბრუნდება. ჯონს დეინერისი მიჰყავს გამოქვაბულში, სადაც არა მხოლოდ ობსიდიანს, არამედ ტყის შვილების მიერ კედლებზე გამოსახულ თეთრ მოხეტიალეებსაც უჩვენებს. მოგვიანებით დეინერისი შეიტყობს, რომ კასტერლის კლდის ალყა ლანისტერების სატყუარა იყო და მათ სინამდვილეში იერიში ტირელებზე მიიტანეს. ტირიონის გაფრთხილების მიუხედავად იგი, განრისხებული, დროგონთან და დოთრაკელების ლაშქართან ერთად, გზად ხვდება ჯეიმეს და ბრონს, რომლებიც მიუძღვიან ოქროთი დატვირთულ ლაშქარს. დრაკონი ირგლივ ყველაფერს ცეცხლში მოაქცევს, მაგრამ დაჭრილია ბრონის მიერ ბალისტით. ჯეიმე ცდილობს, იხელთოს ჟამი და დეინერისს დაარტყას, მაგრამ დროგონი მოულოდნელად ცეცხლით ხვდება. ბრონი ჯეიმეს გადაარჩენს და მასთან ერთად მდინარეში ეშვება.

ეპიზოდი 5 : "Eastwatch" / "აღმოსავლეთის გუშაგი"

ჯეიმე და ბრონი ბრუნდებიან სამეფო ნავსაყუდელში. ტირიონის რჩევის მიუხედავად დეინერისი რენდელ და დიკონ ტარლის ცოცხლად წვამს, ხოლო სხვა ტყვეები მის წინაშე, შეშინებულები, მუხლს იდრეკენ. ვარისი და ტირიონი მოგვიანებით საუბრობენ ამ სისასტიკის შესახებ. ჯორაჰი დრაკონის ქვაზე ჩადის და დეინერისის სამსახურში ბრუნდება. მეისტერი ვოლკანი ჯონს და ციტადელს ატყობინებს თეთრი მოხეტიალეების მოახლოების შესახებ. ჯონი გადაწყვიტავს, გადავიდეს ჩრდილოეთით, კედლის მიღმა და დაიჭიროს ერთ-ერთი მოსიარულე, რათა სერსი დაარწმუნოს დროებითი გაერთიანების აუცილებლობაში. დავოსი ტირიონს სამეფო ნავსაყუდელში აპარებს, სადაც უკანასკნელი ხვდება ჯეიმეს და უამბობს მოხეტიალეების შესახებ და ასევე ითხოვს დროებით გაერთიანებას. სერსი თანხმდება, მიუხედავად იმისა, რომ არ სწამს ამ ამბების. იგი ჯეიმეს ამცნობს, რომ ფეხმძიმედ არის. დავოსი სამჭედლოში პოულობს გენდრის, რომელსაც ასევე სურს ბრძოლა. მასთან და ტირიონთან ერთად სივორთი ბრუნდება დრაკონის ქვაზე. უმაღლეს სეპტონ მეინარდის ჩანაწერებში გილი აღმოაჩენს, რომ რაეგარ ტარგარიენი ლიანა სტარკთან კანონიერად იყო დაქორწინებული, რითაც ნათელი ხდება, რომ უფლისწული ჯონ სნოუ უნდა ყოფილიყო. ციტადელში დასცინიან ვოლკანის წერილს. მათი მხრიდან ასეთი დამოკიდებულებით დაღლილი სემუელი იპარავს რამდენიმე წიგნს აკრძალული საცავიდან და გილისთან და პატარა სემთან ერთად ქალაქს ტოვებს. უინტერფელში ბეილიში ამჩნევს, რომ არია უთვალთვალებს, ამიტომ ისე მოაწყობს, რომ არია წაიკითხავს წერილს, რომელიც დიდი ხნის წინ სანსამ საკუთარი მამის შესახებ დაწერა, სხვების დაძალებით, როდესაც ჯერ კიდევ სამეფო ნავსაყუდელში ცხოვრობდა. ჯონს, ჯორაჰს და გენდრის უერთდებიან ქოფაკი, საძმო და თავისუფალი ხალხი ტორმუნდის მეთაურობით. ისინი ტოვებენ კედელს და მიემართებიან თეთრი მოხეტიალეს დასაჭერად.

ეპიზოდი 6 : "Beyond the Wall" / "კედლის მიღმა"

უინტერფელში ბეილიში ცდილობს ერთმანეთს დააშოროს სანსა და არია. დებს შორის კამათი იწყება მას შემდეგ, რაც არია სანსას ესაუბრება რობთან გაგზავნილი წერილის შესახებ. სანსა აგრეთვე აღმოაჩენს ბრაავოსიდან წამოღებულ ჩანთას, რომელშიც სახეები ინახება. ტირიონი დეინერისს სერსისთან მომავალი შეხვედრის შესახებ რჩევებს აძლევს. კედლის მიღმა ჯონი და მისი რაზმი იჭერენ ერთ-ერთ მკვდარს, თუმცა ექცევიან ღამის მეფის ლაშქრის ალყაში. ჯონის მითითებით გენდრი ბრუნდება კედელზე და დეინერისთან აგზავნის წერილს დახმარების თხოვნით. მოხეტიალეები უფრო მეტად უახლოვდებიან ჯონს და რაზმს, მაგრამ ამ დროს ჩნდება დეინერისი, სამივე დრაკონთან ერთად. ისინი იწყებენ მოხეტიალეების განადგურებას. შეჩერების მცდელობისას, ღამის მეფე ყინულოვან შუბს ვიზერონს ესვრის და კლავს. დეინერისი რაზმთან ერთად ტოვებს იქაურობას, მაგრამ ჯონი თან ვერ მიჰყავს. თუმცა, სნოუს ეხმარება ბენჯენ სტარკი, რომელიც მისთვის თავს შესწირავს. ჯონი უბრუნდება დეინერისს და საბოლოოდ ეფიცება ჩრდილოეთის ერთგულებას. ღამის მეფე აცოცხლებს ვიზერიონს და მას საკუთარი ლაშქარის ნაწილად აქცევს.

ეპიზოდი 7 : "The Dragon and the Wolf" / "დრაკონი და მგელი"

დეინერისი, ჯონი და სხვები ხვდებიან სერსის და საფრთხის მტკიცებულების სახით წარუდგენენ მკვდარს. სერსი ჯონისგან მოითხოვს ნეიტრალურობას დეინერისთან ომში. სნოუ ეუბნება, რომ ორ დედოფალს ვერ ემსახურება, რის გამოც სერსი იქაურობას ტოვებს. ტირიონი მოგვიანებით ცდილობს, დაარწმუნოს სერსი, რომ აუცილებელია გაერთიანება. თეონი, სხვა მეზღვაურების მხრიდან მისდამი ნდობის აღდგენის შემდეგ, მიემგზავრება იარას გადასარჩენად. სერსი ჯეიმეს ეუბნება, რომ სინამდვილეში ჯონს და დეინერისს მკვდრებს დაუპირისპირებს, გამარჯვებულ მხარეს კი დაამარცხებს ბრაავოსის ოქროს ლაშქარის დახმარებით. გაოგნებული ჯეიმე სამეფო ნავსაყუდელს ტოვებს. ჯონი და დეინერისი უინტერფელისკენ მიემგზავრებიან, გზად კი, გემზე, სიყვარულით კავდებიან. უინტერფელში ბეილიში ცდილობს, დაარწმუნოს სანსა, რომ არია ცდილობს მისი ადგილის დაკავებას. მაგრამ, როდესაც არიას აპატიმრებენ და მიჰყავთ დარბაზში გასასამართლებლად, აღმოჩნდება, რომ სამსჯავრო ეხება ბეილიშს, რომელსაც არია ადგილზე კლავს სტარკების და არენების საგვარეულობის მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამო. სემუელი ბრუნდება უინტერფელში და ბრანისგან შეიტყობს, რომ ჯონის ნამდვილი სახელი და გვარი ეიგონ ტარგარიენია. ცნობილი ხდება, რომ რაეგარ ტარგარიენმა და ლიანა სტარკმა ფარულად იქორწინეს მას შემდეგ, რაც რაეგარმა შეწყვიტა ელია მარტელთან კავშირი. ამრიგად, ჯონი რკინის ტახტის ნამდვილი მემკვიდრეა. მკვდრები მიადგებიან აღმოსავლეთ აბგურს. ღამის მეფე, ვიზერიონის დახმარებით, ანადგურებს კედელს და ლაშქართან ერთად სამხრეთისკენ მიემართება.