HBO-მ ფანებს „სამეფო კარის თამაშების“ პრიქველის გამოსვლა ახარა

      

HBO-მ ფანებს "სამეფო კარის თამაშების" პრიქველის გამოსვლა ახარა. სერიალი, რომელსაც 10 ეპიზოდი ექნება, ტარგარიენების სახლის სამოქალაქო ომის ისტორიას მოყვება. შოუს ოფიციალური დასახელება "დრაკონის სახლი" (House of the Dragon) იქნება.
ემის ჯილდოს მფლობელი მიგელ საპოჩნიკი, რომელიც GOT-ის რეჟისორი იყო, სერიალის ერთ-ერთი შოურანერი იქნება.
ინფორმაცია პრიქველის დამტკიცების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ადრე დაანონსებული GOT-ის სხვა, ჯეინ გოლდმანის პრიქველის პროექტი "გრძელი ღამე" ჩავარდა.
შოუს შემქმნელები ჯორჯ რ. რ. მარტინი და რაიან კონდალი არიან. ასევე გამოვიდა მომავალი პროექტის ოფიციალური პოსტერი.



  • კომენტარის დამატება
  • ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,
    კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.