კეისი ბლოისის თქმით, „დრაკონის სახლი“ სავარაუდოდ 2022 წელს გამოვა

      

„სამეფო კარის თამაშების“ სპინოფი „დრაკონის სახლი“ ტარგარიენების დინასტიის შესახებ HBO-ზე 2022 წელს გამოვა, HBO-ს პროგრამების დირექტორის, კეისი ბლოისის თქმით, „დრაკონის სახლი“ სავარაუდოდ 2022 წელს გამოვა.
 

 ინფორმაცია ტელეკომპანიის პროგრამულმა დირექტორმა კეისი ბლოისმა გაავრცელა. მას პრემიერის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, რადგან პროექტზე მუშაობა სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
 
 პრიქველის სიუჟეტს საფუძვლად ჯორჯ მარტინის წიგნი „ცეცხლი და სისხლი“ დაედება. თავად მწერალი რაიან კონდალთან ერთად პროექტის სცენარისტი იქნება. რეჟისორის სავარძელს კი ბრიტანელი მიგელ საპოჩნიკი დაიკავებს, რომელმაც „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისთვის „ემი“ მიიღო.
 


  • კომენტარის დამატება
  • ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,
    კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.