„სამეფო კარის თამაშების“ პრიქველის გადაღებები დაიწყო

ვესტეროსის სამყარო ბრუნდება - ჩრდილოეთ ირლანდიაში სერიალ "სამეფო კარის თამაშების" პრიქველის გადაღებები დაიწყო. ამის შესახებ
ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.სერიალის სახელწოდების სამუშაო ვერსია "გრძელი ღამეა" და მას ოლსტერის პროვინციაში გასაიდუმლოებულ ადგილზე იღებენ.
„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის ფინალური სერია 19,3 მილიონზე მეტჯერ ნახეს, რაც HBO-ს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
არსებული ინფორმაციით, ახალი სერიალის პრეზენტაცია 2020 წელს იგეგმება.
აშშ-ში „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის პირველ სერიას დაახლოებით 17,4-მა მილიონმა ადამიანმა უყურა.
19 მაისს ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც HBO-სგან „სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონის თავიდან გადაღებას მოითხოვს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,
კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.