HBO Max „სამეფო კარის თამაშების“ ანიმაციური სერიალის გადაღებას გეგმავს

      


Hollywood Reporter-ის ცნობით, ახალი სტრიმინგ სერვისი HBO Max „სამეფო კარის თამაშების“ ანიმაციური სერიალის გამოშვებას გეგმავს. პროექტი საწყის ფაზაშია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მწერლებთან, აგრეთვე, იგეგმება მისი შინაარსის გაფართოება და გათვლილი იქნება ზრდასრულ მაყურებელზე.

Hollywood Reporter-ი ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ანიმაციურ სერიალზე მუშაობა ადრეულ სტადიაშია და ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა იქნება ცენტრალური ამბავი სერიალში და ვინ იქნებიან შემოქმედებითი გუნდის წევრები.

წყაროს მიხედვით, ანიმატორებთან ერთად მწერალი ჯორჯ მარტინიც მუშაობს. სერიალი მარტინის მიერ შექმნილი სამყაროს გაფართოების მორიგი მცდელობაა, რაზეც HBO-ს სხვა პროექტებიც, მათ შორის „House of the Dragon“, მეტყველებს.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით HBO-ს ოფიციალური წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ასევე სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ HBO კიდევ ერთი პრიქველის გადაღებას გეგმავს, ჯორჯ მარტინის ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებებზე, „მოთხრობები დუნკსა და ეგზე“ (Tales of Dunk and Egg).

იხილეთ „გოთის“ ანიმაციური ფან მეიდ ვიდეო.


  • კომენტარის დამატება
  • ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,
    კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.