პედრო პასკალი და ბელა რამზი The Last of Us-ში მთავარ როლებს შეასრულებენ
HBO კომპიუტერული თამაშის, The Last of Us-ის მიხედვით სერიალს გადაიღებს. თამაშის შინაარსი აპოკალიფსის შემდგომ პერიოდს მოიცავს, სადაც მოსახლეობის უმეტესობა დაავადებულია გონებრივად, რაც მათ კანიბალიზმს აიძულებს.
თამაშ The Last of Us-ის მთავარი პერსონაჟები ჯოელი და ახალგაზრდა გოგო ელი არიან. გოგონა ერთადერთი იმედია, რომელსაც ამ ინფექციის განკურნება შეუძლია.
სერიალის ორი მთავარი გმირის როლის შემსრულებლების ვინაობა უკვე ცნობილია, ჯოელს პედრო პასკალი (ობერინ მარტელი) შეასრულებს, ელის როლს კი ბელა რამზი (ლიანა მორმონტი) მოირგებს.
Chernobyl-ის რეჟისორი, კრეიგ მაცინი, რომელიც ამ სერიალს გადაიღებს ამბობს, რომ ეს თამაში ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია და მასზე სერიალის გადაღება მისი დიდი ხნის ოცნება იყო.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,
კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.