ჯონ სნოუ ახალ სერიალში ბრუნდება

      


როგორც ვრცელდება, „HBO“ „სამეფო კარის თამაშების“ სიქველს გადაიღებს, რომელშიც მთავარ როლს კიტ ჰარინგტონი შეასრულებს.
ეს იქნება პირველი სერიალი, რომელიც გადაღებული იქნება "სამეფო კარის თამაშების" მე-8 სეზონის შემდეგ! 
 
გავრცელებული ინფორმაციით, კიტ ჰარინგტონს როლი აქვს „Game of Thrones“-ის ახალ სერიალში, რომელიც იქნება ამ ისტორიის სიქველი, თუმცა ყველაფერი ადრეულ ეტაპზეა და მხოლოდ განვითარებას იწყებს.

სერიალში მოქმედება, "სამეფო კარის თამაშების" მოვლენების შემდეგ განვითარდება, შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ სხვა პერსონაჟების ბედიც გავიგოთ ან საერთოდ ვიხილოთ კიდეც ისინი.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველმა "ჰოლივუდ რეპორტერმა" გაავრცელა. „HBO“-მ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე. ჰარინგტონის წარმომადგენელმა კი არ უპასუხა „EW“-ის თხოვნას კომენტარისთვის.

წყარო - The Hollywood Reporter, Entertainment Weekly, Variety, IGN. 


  • კომენტარის დამატება
  • ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,
    კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.