ჯონ სნოუს სიქველი - ჯორჯ მარტინი და ემილია კლარკი ადასტურებენ
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯონ სნოუს შესახებ "HBO" სერიალის გადაღებას გეგმავს, რომელშიც მთავარ როლს რა თქმა უნდა კიტ ჰარინგტონი შეასრულებს. აღმოჩნდა, რომ სერიალის გადაღების იდეა თავად კიტ ჰარინგტონს ეკუთვნის, რაც ემილია კლარკმა და ჯორჯ მარტინმა დაადასტურეს.
"კიტმა მიამბო ამის შესახებ და ვიცი, რომ ეს არსებობს, ვიცი ეს ხდება. მან მითხრა, რომ იდეა აქვს და მალე შესაბამის ჯგუფებთან შეხვედრასაც გეგმავს. მას წარმატებები ვუსურვე და იმედი მაქვს, რომ სერიალს მალე ვიხილავთ, თუ ეს მოხდა იცოდეთ, რომ ეს სრულად კიტის იდეაა და სერტიფიცირებულია მის მიერ." — თქვა ემილია კლარკმა "BBC"-სთან საუბრისას.
ჯორჯ მარტინმა თავის ბლოგზე დაწერა, რომ პროექტის სახელწოდების სამუშაო ვერსიაა - "Snow".
"დიახ, ჯონ სნოუზე სერიალი არის დამუშავების პროცესში, ეს იდეა სწორედ კიტ ჰარინგტონმა შემოგვთავაზა."
"კიტის გუნდი მესტუმრა აქ, სანტა-ფეში და იმუშავა ჩემთან და ჩემს ბრწყინვალე, ნიჭიერ მწერალებთან და კონსულტანტებთან ერთად შოუს შესაქმნელად.
რაც შეეხება ჯონ სნოუს ახალ ისტორიას, ამაზე კიტთან ერთად ვიმუშავე. ჯერჯერობით რეჟისორებისა და სცენარისტების სახელს ვერ გეტყვით, რადგან ეს ინფორმაცია ოფიციალურად არსად განთავსებულა, თუმცა მათი უმეტესობა კიტმა მოიყვანა და ისინი შესანიშნავები არიან" — დაწერა ჯორჯ მარტინმა.
ასევე მარტინმა თქვა, რომ ჯერ კიდევ მუშაობს "ზამთრის ქარებზე", ავტორი ირწმუნება, რომ ის "დაუბრუნდა ტირიონს გასულ კვირას".
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,
კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.